2025-09-01 14:06:15, 156 ნახვა
ეკონომიკა/ საუკეთესო მობილბანკი ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოები მიიღო
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ ჯილდოს პირველი რაუნდის გამარჯვებულები გამოავლინა. საქართველოს ბანკი კი როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, სამომხმარებლო სეგმენტში საუკეთესო მობილური აპლიკაციის ნომინაციებში გამარჯვებულად დაასახელა. Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია აფასებს. მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ შექმნილი ინოვაციური და თანამედროვე ციფრული გამოცდილების წარმოჩენაა. წლევანდელ კონკურსში გამარჯვებულები გლობალური საკონსულტაციო და ტექნოლოგიური კომპანია Infosys-ის ექსპერტთა ჟიურის მიერ შეფასდა, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა. „ციფრული ბანკინგის სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიას და მობილურზე ორიენტირებულ სტრატეგიებს იყენებენ, რათა უწყვეტი, უსაფრთხო და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება უზრუნველყონ. Global Finance-ის 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები კი საბანკო სფეროში ინოვაციისა და ლიდერობის მაგალითებს აჩვენებენ“, – განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ. „Global Finance-ის მიერ მიღებული აღიარება, განსაკუთრებით საუკეთესო მობილბანკის კატეგორიებში, საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ეკოსისტემის სიძლიერესა და მომხმარებელზე ორიენტირებულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენი მიზანია, მომხმარელებს შევთავაზოთ ისეთი გამოცდილება, რომელიც თანამედროვე ციფრულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება და მათ საჭიროებებს მაქსიმალურად პასუხობს, სწორედ ამიტომაც არ ვჩერდებით და წლიდან წლამდე ჩვენს ციფრულ პროდუქტებს ვაუმჯობესებთ“ – აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ჯილდო მიიღო.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს 2025-08-30 11:19:55 აშშ, რაკეტების შემდეგ კიევს MIM-104 Patriot-ს გადასცემს. აშშს ელჩი კი ამბობს რომ უკრაინამ მოსკოვს ტერიტორიის სიღრმეში უნდა დაარტყას ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |