2025-09-01 23:12:06, 176 ნახვა
პოლიტიკა ირაკლი კობახიძე - გაეროში სტუმრობა ჩემთვის ფიზიკურადაც რთულია. უმჯობესია, წელს მიხეილ ყაველაშვილი ესტუმროს
"სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ჩასვლა ნიუ იორკში აბსოლუტურად სწორია. „ჩვენ შევთანხმდებით, გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, მათ შორის ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, არის საარჩევნო რეჟიმი და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს 2025-08-30 11:19:55 აშშ, რაკეტების შემდეგ კიევს MIM-104 Patriot-ს გადასცემს. აშშს ელჩი კი ამბობს რომ უკრაინამ მოსკოვს ტერიტორიის სიღრმეში უნდა დაარტყას ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |