2025-09-01 23:24:31, 233 ნახვა
კომენტარი/ კახა კალაძე- ბოლო იარაღი, რითაც იმუქრებიან, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა
თბილისის მერის განცხადებით, არანაირი ლეგიტიმური საფუძველი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისა, არ არსებობს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. „ჩვენ თუ ამას სამართლებრივად შევხედავთ და მივყვებით, როგორც არის „ასოცირების ხელშეკრულებაში“ გაწერილი, რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს შეუჩერონ ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დღის წესრიგში შემოტანილი აქვთ პოლიტიკური სპეკულაციები. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ ცრუ განცხადებებს, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული. ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, თუნდაც, მაგალითად, გამჭვირვალობა რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ მომავალს და ღირებულებებს. დღემდე არანაირი პასუხი არ არსებობს, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებით არის გაჯერებული მათი განცხადებები. ხომ იცით, „ძალა აღმართს ხნავსო“, ეს დამოკიდებულება აქვთ, უნდათ, რომ ქართველი ხალხი დაჩაგრონ. ჩვენ გვქონდა შანტაჟის, მუქარის შემთხვევები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ამ საკითხით ცდილობდნენ, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, მაგრამ ჩაუვარდათ. შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა, აქაც დამარცხდნენ. ბოლო იარაღი, რაც დარჩენიათ და რითაც ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ემუქრებიან, ეს არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. დარწმუნებული ვარ, ისინი აქაც იქნებიან დამარცხებულნი, იმიტომ, რომ სიმართლე არის ქართველი ხალხის და ზოგადად, ქართული სახელმწიფოს მხარეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს 2025-08-30 11:19:55 აშშ, რაკეტების შემდეგ კიევს MIM-104 Patriot-ს გადასცემს. აშშს ელჩი კი ამბობს რომ უკრაინამ მოსკოვს ტერიტორიის სიღრმეში უნდა დაარტყას ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |