21:25 - 04 Sep, 2025
2025-09-02 18:28:11, 314 ნახვა

კომენტარი/
ბოკუჩავა - საქართველო გამართლდა ჰააგასა და სტრასბურგში, რაც პუტინმა ვერ აიტანა და მისი დავალებით შეიქმნა ღალატის კომისია

“საქართველო გამართლდა ჰააგასა და სტრასბურგში, რაც პუტინმა ვერ აიტანა და მისი დავალებით შეიქმნა ღალატის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი. როგორც მამამისს საბჭოთა პერიოდში გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენი საქართველოს მოქალაქეებისთვის, დღეს წულუკიანს სურს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს ქართულ სახელმწიფოს.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

 “ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით უსამართლობის ბუდედ ქცეულ სასამართლოში, სადაც მოსამართლედ წოდებულმა პოლიტიკურმა მონამ - მჭედლიშვილმა პატიმრობის განაჩენი გამოუტანა 8 ახალგაზრდა ადამიანს და პარალელურად საქართველოს პარლამენტის შენობას დაპატრონებული მანქურთები პირდაპირ ეთერში საქართველოს აყურებინებდნენ ღალატის ქრონიკას. თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა არა ერთი ან ორი პირისთვის, ან რომელიმე პოლიტიკური პირისთვის ან პარტიისთვის, არამედ მეორე თაობის ჯალათს, თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

საქართველო გამართლდა ჰააგაში, ისევე როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და ეს გამამართლებელი განაჩენი ვერ აიტანა ვლადიმერ პუტინმა და სწორედ ვლადიმერ პუტინის დავალებით შეიქმნა ღალატის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი. დიახ, ეს ღალატის კომისია სწორედ ვლადიმერ პუტინის დავალებით შეიქმნა და თეა წულუკიანი, როგორც თეა წულუკიანის მამას გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენი საქართველოს მოქალაქეებისთვის საბჭოთა დროს, დღეს თეა წულუკიანს სურდა გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღეს კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ქვეყანას დაეპატრონა ყველაზე ანტიქართული, ანტიეროვნული კრიმინალთა ბანდა, რომელიც პუტინის დავალებით ცდილობს გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია, დააბრალოს ომი საქართველოს, საქართველოს ეროვნული გმირები ანტიგმირებად გამოაცხადოს და საბოლოოდ ქვეყანა წაიყვანოს რუსეთის მთავარ ამოცანამდე - ქართული სახელმწიფოს ტოტალური განადგურება, რუსეთზე დამონება და ტერიტორიული დანაწევრება. ამ ღალატისთვის ემზადება სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმი და ეს ღალატის ქრონიკა ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა დავასრულოთ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იდგა, დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე ისევე, როგორც იდგა 2008 წელს, როდესაც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა მტერს, დღესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას არ ჩააბარებს მტერს ამ მოღალატე რეჟიმის სახით, რასაც ივანიშვილის რუს-ქოცური რეჟიმი ჰქვია, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით, ჩვენი კონსოლიდაციით, პროტესტით, შეუგუებლობით უნდა დავასრულოთ ეს ღალატის ქრონიკა, რომელიც ჩვენ დღეს ღალატის კომისიის დასკვნის გამოცხადებისას საქართველოს პარლამენტის შენობაში ვიხილეთ, რომელიც უნდა იყოს ხალხის ლეგიტიმაციის წყარო, მაგრამ დღეს იქცა ღალატის ბასტიონად, სადაც ცდილობენ ქართული სახელმწიფოს დასამარებას.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics