21:22 - 04 Sep, 2025
2025-09-02 18:49:32, 283 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - თავისუფლების ხმებზე მათი პასუხი კიდევ უფრო მეტი რეპრესიაა

თავისუფლების ხმებზე მათი პასუხი კიდევ უფრო მეტი რეპრესიაა , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„რუსული“ რეჟიმი გონებას კარგავს და ისტერიული დაკავებების ახალ ეტაპს იწყებს. 16 აქტივისტი, უმეტესობა ქალები, რომლებიც სინდისის პატიმრების წინააღმდეგ გამოტანილ დღევანდელ განაჩენებს აპროტესტებდნენ, ქუჩიდან წაიყვანეს. თავისუფლების ხმებზე მათი პასუხი კიდევ უფრო მეტი რეპრესიაა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20-მდე გაიზარდა რუსთაველზე დაკავებული იმ დემონსტრანტების რაოდენობა, რომლებიც სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებდნენ. პარტია "დროას" თანახმად, დაკავებულია 22 ადამიანი, ადგილზე მყოფი აქტივისტების ცნობით კი დაკავებულთა რაოდენობა უკვე 24-ია.

დაკავებულებს შორისაა ანა ჩრდილელი, თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად "ქართული ოცნების" სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილი. ჩრდილელი საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (2012 და 2016 წლების) დეპუტატია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics