21:25 - 04 Sep, 2025
2025-09-02 21:19:45, 360 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - ბიძინას მსახური მურუსიძის სასამართლომ უსირცხვილო განაჩენი გამოუტანა ჩემს თანამებრძოლებს

მინდა, გავამხნეო რეჟიმის ყველა პატიმარი - ეს უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

დღეს ბიძინას მსახური მურუსიძის სასამართლომ უსირცხვილო განაჩენი გამოუტანა ჩემს თანამებრძოლებს, თანაპარტიელებსა და გულანთებულ ქართველებს, ვეფხიას და ვასილს, ასევე უსამართლოდ დაპატიმრებულ ბიჭებს, ანტონს, ზვიადს, ირაკლის, გიორგის, თორნიკეს, ინსაფსა და ნიკოლოზს.

საქმის მტკიცებულებებზე არ ვისაუბრებ, რადგან მსგავსი რამ ამ საქმეში არ არსებობს. ის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი და ფალსიფიცირებულია ისევე, როგორც ყველა მსგავსი საქმე და ეს ხალხი გამოგონილი, ე.წ. საპარლამენტო კომისიის სახელით გვესაუბრება წინა ხელისუფლების დანაშაულებზე მაშინ, როცა იგივე მოსამართლეები და პროკურორები დღესაც "ოცნების" სამსახურში არიან.

მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი - ეს უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!

ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში.

მხნეობას და სიმტკიცეს ვუსურვებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს. ბრძოლა ბოლომდე - საქართველოსთვის! - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics