21:21 - 04 Sep, 2025
2025-09-03 11:09:08, 219 ნახვა

სამართალი/
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იქამდე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა საბა სხვიტარიძემ.

24 ივლისს პროკურატურამ მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლზე გადაუკვალიფიცირა – სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

„შესაძლოა, ბრალდებულს უტყუარად არ სცოდნოდა, რომ პოლიციელები ასრულებდნენ თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ამიტომ მივიღეთ ობიექტური და სამართლებრივი გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით”, – აღნიშნავდა საქმის პროკურორი, როინ ხინთიბიძე.

შედეგად, საბა სხვიტარიძე დანმაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის –  რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics