21:19 - 04 Sep, 2025
2025-09-03 16:03:57, 219 ნახვა

სამართალი/
11 დემონსტრანტს სასამართლომ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფური ძალადობის მუხლით (225-ე) მიმდინარე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა) გადააკვალიფიცირა და ამ საქმის ყველა ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საქმეს 11 ბრალდებული ჰყავდა:

  • 29 წლის ანდრო ჭიჭინაძე,
  • 28 წლის ონისე ცხადაძე,
  • 34 წლის გურამ მირცხულავა,
  • 21 წლის ლუკა ჯაბუა,
  • 50 წლის ჯანო არჩაია,
  • 27 წლის რუსლან სივაკოვი,
  • 26 წლის რევაზ კიკნაძე,
  • 54 წლის გიორგი ტერიშვილი,
  • 27 წლის ვალერი თეთრაშვილი,
  • 27 წლის სერგეი კუხარჩუკი
  • 30 წლის ირაკლი ქერაშვილი

მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქმეში ჯგუფური მოქმედების პრინციპი კვლავ დარჩა, თუმცა დაკავებულ დემონსტრანტებს არ დაუმტკიცდათ ამ მოქმედების წინასწარ ორგანიზებულობა და არც იმგვარი ჯგუფური ძალადობა, რომელსაც თან ახლავს „ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics