21:27 - 04 Sep, 2025
2025-09-03 19:12:51, 249 ნახვა

სამართალი/
ნიკა კაციას განაჩენს პროკურატურა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული ნიკა კაცია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 14,50384 გრ. ნარკოტიკულ საშუალებას კოკაინს (ფუძე). აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2024 წლის 7 დეკემბერს სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს -  წერია განცხადებაში.

აქციების დროს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა

მჭედლიშვილის განცხადებით, საქმეში არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულები. მოსამართლემ მის მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება გააკეთა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics