2022-09-19 12:11:45, 4560 ნახვა
კულტურა/ ევრონიუსის გადამღები ჯგური აჭარის შესახებ სიუჟეტს ამზადებს
გავლენიანი ტელეკომპანია „ევრონიუსი“ ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების შესახებ სიუჟეტს ამზადებს. ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან და ინფრასტრუქტურასთან ერთად გადამღები ჯგუფის ობიექტივში მთიანი აჭარა მოხვდა, სადაც ჟურნალისტმა კანიონინგისა და ზიპლაინის ტურისტული პროდუქტები თავადვე გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. გადაცემა ,,FOCUS“-თვის მომზადებულ სიუჟეტში ყურადღება ბათუმის, როგორც უსაფრთხო, ტურისტებისთვის მიმზიდველ და სწრაფად განვითარებად ქალაქზე გაკეთდება, რომელიც ზღვასთან ერთად მოგზაურებს მთის მრავალფეროვან და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებს სთავაზობს. ბათუმის შესახებ მომზადებული სიუჟეტი ევრონიუსის ეთერში სექტემბრის ბოლოს გავა და მას 160 ქვეყანაში მილიონობით მაყურებელი იხილავს. ევრონიუსის გადამღები ჯგუფის რეგიონში მოგზაურობას წინ უძღოდა აჭარის ერთვიანი სატელევიზიო რეკლამა ევრონიუსზე, რომლის ფარგლებშიც ევრონიუსის მაყურებელი რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს ეცნობოდა. აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული შესაძლებლობების რეკლამა აქტიურად მიმდინარეობს სამიზნე ქვეყნებში, რომელთა შორისაა პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონი მასპინძლობს წამყვანი მედიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს სამიზნე ქვეყნებიდან, რომლებიც აჭარის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს აქვეყნებენ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |