06:15 - 09 Jul, 2025
2025-07-08 21:53:51, 111 ნახვა

კორონავირუსი/
უკრაინა რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიებას ითხოვს.

უკრაინამ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) მიმართა, გამოიძიოს რუსეთის მიერ ბრძოლის ველზე აკრძალული ტოქსიკური საბრძოლო მასალის გამოყენება. გასულ კვირას ნიდერლანდების და გერმანიის სადაზვერვო სააგენტოებმა განაცხადეს, რომ ასეთი ქმედებების შედეგად სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და ათასობით ადამიანი მოიწამლა.

„უკრაინა მოითხოვს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გადადგას ნაბიჯები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმის შესაქმნელად უკრაინაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შემთხვევების გამოსაძიებლად“, - ნათქვამია მოთხოვნაში, რომელიც კიევმა „როიტერსს“ გადასცა. უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აუცილებელია „დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება და ასეთი გამოყენების დამნაშავეების, ორგანიზატორებისა და მომხმარებლების იდენტიფიცირება“.

მოთხოვნა ჰააგაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს დახურულ შეხვედრაზე წარადგინეს, რომელიც ორგანიზაციის წევრი 193 ქვეყნიდან 41-ს წარმოადგენს. პარასკევს, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა და თავდაცვის დაზვერვის დირექტორატმა პიტერ რეზინკმა განაცხადეს, რომ რუსეთი აძლიერებს ქიმიური იარაღის გამოყენებას, სულ უფრო ნორმალიზებას და სტანდარტიზაციას უკეთებს აკრძალულ საქმიანობას.

ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურებმა ეს დასკვნები საკუთარი გამოძიების შემდეგ გააკეთეს, რომელმაც აჩვენა, რომ რუსული არმია ხელნაკეთ საბრძოლო მასალაში იყენებს მახრჩობელა ნივთიერება ქლოროპიკრინს, რომელიც აკრძალულია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ, მტრის ჯარისკაცების სანგრებიდან „გამოსადევნად“, ასევე ცრემლსადენ გაზს, რომელიც მოდიფიცირებული საბრძოლო მასალის სახით გამოიყენება.

ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურების დასკვნები დაადასტურა გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა (BND) და განაცხადა, რომ მან მტკიცებულებები ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად მოიპოვა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ სულ მცირე სამი უკრაინელი ჯარისკაცი იმსხვერპლა და 2500-ზე მეტმა ადამიანმა სიმპტომებით სამედიცინო დახმარება მოითხოვა.

ქლოროპიკრინის გამოყენებაში რუსეთი პირველმა შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის მაისში დაადანაშაულა, რომელმაც, თავის მხრივ, უკრაინა ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა. გასულ წელს OPEC-მა ორივე მეომარი ქვეყნის ბრალდებებს „არასაკმარისად დასაბუთებული“ უწოდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics