2025-04-23 10:59:36, 613 ნახვა
კომენტარი/ ანა დოლიძე - რძის საკითხი ჩემთვის, როგორც მშობლისთვის არ დასრულებულა და აუცილებლად მივყვები ბოლომდე
რძის საკითხი ჩვენი შვილების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ეს არის თემა, რომელსაც თვალ-ყურის მიდევნება სჭირდება - ამ თემაზე უნდა მოეწყოს საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. ანა დოლიძის შეფასებით, რძის პროდუქტებთან დაკავშირებით საზოგადოებამ ვერანაირი სიმართლე ვერ გაიგო. „მინდა შევეხო რძის საკითხის, რომელიც ჩაიხურა. ეს საკითხი დასრულდა?! არ დასრულებულა. რაიმე სიმართლე გავიგეთ?! ვერაფერი ვერ გავიგეთ. ბოლო-ბოლო ეს ჩვენი რძე მოწამლულია, თუ არ არის მოწამლული?! სავარაუდოდ, სურსათის უვნებლობის სამსახური არ იყო გაფრთხილებული, როდესაც გამოაცხადა რძეში სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების არსებობა, რასაც მოყვა საზოგადოების აღშფოთება. მეორე დღეს კი გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ყველაფერი რიგზეაო. ეს არის ჩვენი შვილების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ეს არის თემა, რომელსაც სჭირდება თვალ-ყურის მიდევნება. თუ საუბარია საგამოძიებო კომისიის მოწყობაზე, ამ თემაზე უნდა მოეწყოს საგამოძიებო კომისია. ნამახვანზე, შოვზე, ორივე საკითხზე ვითხოვდი საგამოძიებო კომისიას, რათა დაგვედგინა სიმართლე, თუმცა იქაც ვერაფერი ვერ გავიგეთ. არაფერი არ გამოსწორებულა და ისევ ისეა ყველაფერი დატოვებული. რძის საკითხი ჩემთვის, როგორც მშობლისთვის არ დასრულებულა, აუცილებლად მივყვები ბოლომდე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-01 09:53:28 ანდრეი სიბიგა - უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მზადდება 2025-05-01 09:13:36 რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - ოდესაში ორი ადამიანი დაიღუპა 2025-05-01 09:08:27 აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას 2025-04-30 15:59:12 უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა 2025-04-30 15:50:11 უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |