17:16 - 27 Apr, 2025
2025-04-23 20:45:42, 805 ნახვა

როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები

"ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს, როგორც სატრანსპორტო საშუალებეს ისე აჯარიმებს.დღეს სამმა მოქალაქემ განაცხადა, რომ როგორც მანქანა ისე დააჯარიმეს. ორ მათგანს, ივა ფეზუაშვილს და ქეთევან ქერაშვილს მანქანა საერთოდ არ ჰყავთ,

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამივე მოქალაქეს 5000 ლარით ჯარიმა გამოუწერა, მაშინ როცა კანონით ამხელა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების ექსპულატაციაზე არ არსებობს.

"აი ასე, ერთი შეტყობინებით ადამიანიდან სატრანსპორტო საშუალებად გადამაკვალიფიცირა ქართულმა ოცნებამ". - წერს ივა ფეზუაშვილი სოციალურ ქსელში, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა 5000 ლარით დააჯარიმა.

ცნობისთვის, რეჟიმის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და ქეთევან ქერაშვილი რეჟიმმა "მანქანის არასწორი გაჩერებისთვის" 5000 ლარით დააჯაარიმა - როგორც ქეთევან ქერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას მანქანა არ ჰყავს.

მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ სატრანსპორტო საშუალება. მაქვს პასპორტიც და ტექ. პასპორტიც. 
ვინ კოდს პირადში მოგწერთ და სადაც გინდათ გადაამოწმეთ! გარბენი: გაყალბებული არჩევნები, სახელმწიფო ძალადობა, კორუფცია… არ ვარ დანაძირი, ნაავარიები და ნაწვალები. 
ვიზუალზე მინდა ცოტა ხელის შევლება — სინდისის პატიმრების ციხიდან გამოყვანა, მთავრობის შეცვლა, მოძალადეების დაპატიმრება და ა.შ.
გრამ ზეთს არ ვიკლებ — არც-ერთი ნაბიჯით არ დავიხევ უკან, თორემ ევროპულ და ამერიკულ ბრენდებს მიჩვეულებს ისევ ნივაზე და ლადაზე მოგვიწევს გადასვლა. 
რეალურ კლიენტებს და დაინტერესებულ ხალხს, შემიძლია გეჩვენოთ ყოველდღე, რუსთაველზე 21:00 დან. ფასი:5000 ლარი - წერს ივა ფეზუაშვილი სოციალურ ქსელში.

„თქვენი სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174/1 მუხლის მე-5 ნაწილით, ქალაქი თბილისი, რუსთაველის მიმდებარედ”. – ამ შინაარსის სმს შეტყობინება დღეს, 23 აპრილს არაერთმა მოქალაქემ მიიღო.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ეხება, მის მე-5 ნაწილში კი ნათქვამია, რომ დარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 5000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ეს არის ერთ-ერთი რეპრესიული კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის დასაწყისში მიიღო.

მოქალაქეების ნაწილი, რომელმაც ჯარიმის შესახებ სმს შეტყობინება მიიღო, ამბობს, რომ მანქანა არ ჰყავს და არც არასდროს ჰყოლია.

შსს-ს გზის უკანონოდ გადაკეტვის საბაბით გამოწერილი ჯარიმა ადრესატებთან პირადად მიჰქონდა ან თავად მოქალაქეს ეუბნებოდა, რომ ამა თუ იმ სამმართველოში გამოცხადებულიყო ჯარიმის ასაღებად და შემდგომში გასასაჩივრებლად.

SMS შეტყობინებების სისტემას შსს ამ დრომდე მხოლოდ სამანქანო ჯარიმებთან დაკავშირებით იყენებდა.

მოგვიანებით ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი გაიმართლა, მან მოქალაქეების, როგორც ავტომობილების დაჯარიმება, ხარვეზს მიაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების ვებ-გვერდზე, მოქალაქეებისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ამასთან, უწყება განმარტავს, რატომ მისდით მოქალაქეებს შეტყობინებები, რომ ჯარიმა „სატრანსპორტო საშუალებაზეა“ გამოწერილი.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის ტექნიკური ხარვეზის შედეგი, რის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ - police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული („შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე. ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს“, - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

იურისტი ნიკა სიმონიშვილი კი წერს:

„აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოქვეყნება ისე დაიწყეს, ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა. თუმცა გასაგებია, ეს რატომაც გააკეთეს, ამდენი ჯარიმის ჩაბარებას ვერ აუდიოდნენ და გაიმარტივეს საქმე.

მიუხედავად ამისა, ეს ჯარიმა უნდა გაასაჩივროთ აუცილებლად”. – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics