2025-04-27 17:07:00, 2148 ნახვა
სპორტი/ ეროვნულმა ნაკრებმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა
21-წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში 16 და 21 წლამდე ნაკრებებს შორის კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. საქართველოს 21 წლამდე კარატისტთა ნაკრებმა ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონი ლუკა მგელაძე (-65 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალს კი ანრი მსხალაძე (+90 კგ) დასჯერდა. საქართველოს 16 წლამდე კარატისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა. საქართველოს 16 და 21 წლამდე კარატისტთა ნაკრებებს კი სულ ათი მედალი აქვთ, მათ შორისაა სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-07-08 21:53:51 უკრაინა რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიებას ითხოვს. 2025-07-08 09:27:48 ტრამპი პუტინის ომის გაგრძელების გადაწყვეტილების გამო უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის 2025-07-07 11:26:15 რუსეთმა შაჰედების გამოყენებით დაარტყა კიევს, ხარკოვსა და ოდესას. ერთი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 30 დაშავდა 2025-07-06 11:43:37 საზღვაო დრონებმა ნოვოროსიისკში ფლოტს შეუტიეს - ღამით ქალაქის თავზე ბრძოლები მიმდინარეობდა 2025-07-06 11:17:54 რუსი ოკუპანტები პოკროვსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ - ISW ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |