13:56 - 04 Jun, 2025
2025-06-02 10:38:46, 415 ნახვა

კორონავირუსი/
რუსებმა უკრაინას 80 დრონით და „ისკანდერის“ რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა 2 ივნისის ღამეს უკრაინას 80 უპილოტო საფრენი აპარატით, „ისკანდერ-M/KN“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით და „ისკანდერ-K“ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების ძირითადი მიმართულებები იყო ხარკოვის, ჩერნიგოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქები.

წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში მტრის 52 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.

საჰაერო დარტყმები 12 ლოკაციაზე დაფიქსირდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ხარკოვში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics