2025-06-03 14:46:37, 480 ნახვა
კორონავირუსი/ უკრაინის პრეზიდენტი - რუსეთმა სუმი დაბომბა, არიან დაღუპულები
3 ივნისს, რუსეთმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით ქალაქ სუმზე იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 20 ადამიანი. დაშავებულთა შორის არის 17 წლის მოზარდი. რუსულ თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: "რუსებმა სუმიზე მხეცური იერიში მიიტანეს. უბრალო ქალაქზე, ჩვეულებრივ ქუჩებზე – რეაქტიული არტილერიით. სრულიად გააზრებული დარტყმა მშვიდობიან მოსახლეობაზე". მისი თქმით, ქალაქში გრძელდება სამაშველო სამუშაოები. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. "მივიღეთ ცნობა ერთი ჭურვის შესახებ, რომელიც არ აფეთქდა. ეს ჭურვი მე-9 სართულზე, საცხოვრებელი ბინის კედელში გაიჭედა. სულ ეს არის, რის ცოდნაც საჭიროა რუსეთის "სურვილზე" დაასრულოს ომი". – წერს ზელენსკი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-05 09:52:41 რუსებმა ჩერნიგოვს დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 5 ადამიანი 2025-06-04 22:06:08 CSIS: რუსეთმა ომში 1 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, უკრაინამ კი - 400 ათასი 2025-06-04 21:50:17 ნატო პუტინის უკრაინაზე შურისძიების მოლოდინშია 2025-06-04 10:09:51 რუსეთმა ხარკოვს რაკეტებით და დრონებით დაარტყა - ქალაქში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა 2025-06-03 16:12:43 უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ყირიმის ხიდს მესამედ დაარტყეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
მთავარი თემა
![]() |