21:37 - 06 Jun, 2025
2025-06-04 22:06:08, 506 ნახვა

კორონავირუსი/
CSIS: რუსეთმა ომში 1 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, უკრაინამ კი - 400 ათასი

რუსეთსა და უკრაინას შორის ომში მხარეების მთლიანმა დანაკარგებმა 2022 წლის თებერვალში რუსული შეჭრის დაწყებიდან 1 მილიონ 400 ათას ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) კვლევაში. მონაცემებს გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

ვსაუბრობთ დაღუპულთა და დაჭრილთა დანაკარგებზე. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის დანაკარგებმა დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი შეადგინა, მათ შორის დაახლოებით 250 ათასი დაიღუპა. უკრაინის დანაკარგები 400 ათას ადამიანად არის შეფასებული.

არც რუსეთი და არც უკრაინა ოფიციალურად არ ასახელებენ დანაკარგებს. ღია მონაცემებზე დაფუძნებული მონიტორინგის პროექტები ორივე მხრიდან ათიათასობით ადამიანს ასახელებს. კერძოდ, BBC-ისა და Mediazona-ს ცნობით, მაისის ბოლოსთვის რუსული არმიის დადასტურებულმა დანაკარგებმა 110 ათას ადამიანს გადააჭარბა. ფაქტობრივი რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო მაღალია, რადგან დაღუპულთა უმეტესობა დაკარგულად ითვლება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორივე მხრიდან ასობით ათასი ადამიანის დაღუპვაზე ისაუბრა. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინელთა დანაკარგები მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და ასობით ათასის ნაცვლად ათობით შეადგენდა. CSIS-ის კვლევა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის, სხვა საკითხებთან ერთად, ამერიკისა და ბრიტანეთის ხელისუფლების შეფასებებსაც ეყრდნობა.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რუსეთის არმიის მთელ რიგ სფეროებში წინსვლის მიუხედავად, მან უკრაინის ტერიტორიის არაუმეტეს 1%-ის დაკავება მოახერხა. საერთო ჯამში, უკრაინის ტერიტორიის 20% საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში (მათ შორის ყირიმი, რომელიც 2014 წელს იქნა ანექსირებული) ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშაა. „რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში თანამედროვე ომის ერთ-ერთ ყველაზე ნელ შეტევით კამპანიად გადაქცევას ახერხებს“, - ციტირებს გაზეთი კვლევის ერთ-ერთ ავტორს, სეთ ჯონსს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics