20:27 - 06 Jun, 2025
2025-06-04 13:25:38, 556 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უქმდება და საგარეო უწყებას შეუერთდება

"ქართული ოცნება" ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აუქმებს - ინფორმაციას და შესაბამის ბრძანებას  ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელი, თემურ სუყაშვილი ავრცელებს

სუყაშვილი წერს, რომ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ლიკვიდაციის თაობაზე ბრაძანება რამდენიმე საათის წინ მიიღო. 

მის მიერვე გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, ცენტრი 1 ივლისიდან გაუქმდება.

"საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ქალბატონი ხათუნა თორთლაძის 2025 წლის 25 მაისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გაცნობებთ, რომ 2025 წლის პირველი ივლისიდან იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია. 
აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთი თვით ადრე გაფრთხილებთ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ" - წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს დირექტორი თამარა წულეისკირი აწერს. 

"ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა და მეორე მხრივ, ჩვენი შვილები მადარდებს. ამ (ლიკვიდაციის) პროცესის დაწყების ბრძანების დამკვეთს, გამცემს თუ შემსრულებლებს რა ედარდებათ? მათ ხელშია ფული, ძალაუფლება და წვდომა რესურსებზე. მათ შეუძლიათ შვილების უდარდელი მომავალი უზრუნველყონ: როსტოვის, კრასნოდარის, ლომონოსოვის და უნივერსიტეტებისთვის არ გაწირონ ისინი. იზოლაციონიზმის მიუხედავად, შეუზღუდავი რესურსებით ყველაფერი შესაძლებელია. აი ჩვენ რა ვთქვათ? როგორ ვუთხრათ შვილებს, მათი მომავალი თვალსა და ხელს შუა რომ მოგვპარეს?! გაურკვეველი, ბუნდოვანი მომავლისთვის რომ გაგვწირეს? როგორ აქციეს რუსთა თარეშის მოედნად ეს ქვეყანა? დარწმუნებული ვარ ამ პოსტს "მისქრინავენ" ან „მოაკოპირებენ“ და გადააზიარებენ. იმედია, ამ ზომიერი კრიტიკის გამო, დასაჭერად არ გამიხდება საქმე.

ამაზე მეტი დასტური რაღა გინდათ, რომ ქვეყნის მესვეურები ბოლომდე აპირებენ კურსი შეცვალონ და ევროკავშირისა თუ ნატოსკენ მიმავალი ყველა გზა ჩახერგონ. ამ პირობებში, ჩვენთან ისევ ჩრდილოეთის ქარი დაუბერავს (უბერავს კიდევაც).

მე აღარ მესმის, ამის და სხვა უფრო მკვეთრი ნაბიჯების შემდეგ, კიდევ როგორ გწამთ და გჯერათ პარტიის?" - წერს სუყაშვილი სოციალურ ქსელში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics