2025-06-02 19:29:26, 378 ნახვა
კორონავირუსი/ რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ, ლიდერების შეხვედრა განიხილეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა თქვა, რომ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეები მძიმედ დაჭრილი, მძიმედ დაავადებული და ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისივე თქმით, განიხილეს უკრაინის შეთავაზება, რომ ივნისის დასასრულს ლიდერების შეხვედრა შედგეს. უმეროვი სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელია. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დღევანდელ მოლაპარაკებებზე უკრაინამ რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ შეთავაზება პირველად გაიგო, თუმცა უკრაინულ შეთავაზებებზე პასუხი არ გაუცია. "ჩვენს გუნდებს დოკუმენტების შესასწავლად ერთი კვირა ექნებათ, რის შემდეგაც შემდგომი ნაბიჯების კოორდინირება შეგვეძლება". - თქვა უმეროვმა. უმეროვმა ასევე დაამატა, რომ დელეგაციები სამხედრო ტყვეების გათავისუფლების მხრივ შეთანხმდნენ, რომ "ყურადღება არა რიცხვებზე, არამედ კონკრეტულ კატეგორიებზე გაამახვილონ". "ჩვენ შევთანხმდით მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვეების "ყველა ყველასთვის" გაცვლა მოვაწყოთ. ესენი არიან ახალგაზრდა ჯარისკაცები, რომლებიც 18-იდან 25 წლამდე არიან, "ყველა ყველასთვის". ასევე შევთანხმდით, რომ დაღუპული ჯარისკაცების 6 000-6 000 ცხედარი დავაბრუნოთ". - თქვა უმეროვმა. უმეროვის თქმით, მოლაპარაკებებზე ასევე ლიდერების დონეზე შეხვედრის მოწყობის გეგმაც განიხილეს, მათ შორის, სხვა ლიდერების, მაგალითად, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მონაწილეობის შესაძლებლობაც. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ დელეგაციებს შორის შემდგომ მუშაობას აზრი შეიძლება ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ ის ლიდერებს შორის შეხვედრის მომზადებაზე იქნება მიმართული. რუსულ მხარეს შევთავაზეთ, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრა ამ თვის ბოლომდე, 20-იდან 30 ივნისამდე მოვაწყოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესისთვის". - თქვა უმეროვმა. უმეროვმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მსგავსად განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს ასობით უკრაინელი ბავშის სია გადასცა, რომლებიც რუსეთში არიან დეპორტირებული, და ამ მხრივ რუსეთისგან მოქმედებას ელის.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-04 10:09:51 რუსეთმა ხარკოვს რაკეტებით და დრონებით დაარტყა - ქალაქში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა 2025-06-03 16:12:43 უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ყირიმის ხიდს მესამედ დაარტყეს 2025-06-03 14:46:37 უკრაინის პრეზიდენტი - რუსეთმა სუმი დაბომბა, არიან დაღუპულები 2025-06-03 09:19:32 რუსეთმა ჩერნიგოვზე დრონებით იერიში მიიტანა 2025-06-02 22:02:59 უკრაინა ჰააგაში ნატო-ს სამიტზე მიიწვიეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა
დღის თემა
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
მთავარი თემა
![]() |