2025-06-11 20:10:28, 810 ნახვა
საზოგადოება/ თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან ამ ეტაპზე თავისუფალია
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან დაკითხვის შემდეგ, ამ ეტაპზე გაათავისუფლეს, თუმცა ფორმალური და ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული დეტალები ჯერ მათთვის ცნობილი არაა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის განცხადებით, შემდეგი სამართლებრივი პროცედურებისა და დეტალების დაზუსტებას ქათამაძის იურისტები ცდილობენ და შემდეგ მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას. ცნობისთვის, ბათუმში, აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე დღეს თურქეთში გადაიყვანეს. "ვერაგულად, ღამე გადაიყვანეს... ვერც დავემშვიდობე". - წერდა ქათამაძის ცოლი, ნინო კაკულია სოციალურ ქსელში. შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქათამაძის საქართველოდან იძულების წესით გაძევება ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მოხდა, რადგან გაფარ ილმაზმა (ქათამაძემ) არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით. ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს. ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-07-18 12:45:38 უკრაინამ უცხოურ კომპანიებს შესთავაზა უახლესი იარაღის გამოცდა საბრძოლო ველზე 2025-07-18 11:44:15 ზელენსკი- უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად იარაღის წარმოებას გაზრდის 2025-07-17 15:14:23 უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრად იულია სვირიდენკო დაამტკიცა 2025-07-17 09:45:13 ევროკავშირის ბიუჯეტი უკრაინის მხარდასაჭერად 100 მილიარდ ევროს გამოყოფს 2025-07-16 10:19:22 თავდასხმა ვინიცაზე: დაჭრილების რაოდენობა გაიზარდა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოგზავნილ წერილში ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეკომენდაციები.
დღის თემა
![]() ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრების და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიმართვა ოცნებას
მთავარი თემა
![]() |