15:03 - 01 Jul, 2025
2025-06-29 10:28:05, 428 ნახვა

კორონავირუსი/
რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტია - არიან დაშავებულები

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა, რამაც, ქვეყნის ბევრ ოლქში აფეთქებები გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში თავდაპირველად რამდენიმე ოლქში გამოცხადდა, შემდეგ კი მთელი ქვეყანის ტერიტორიაზე გავრცელდა და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

მონიტორინგის არხების ცნობით, რუსეთმა მასიური თავდასხმა განახორციელა უპილოტო საფრენი აპარატებით, „კალიბრებით“, „კინჯალებით“, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით. დამკვირვებლების ცნობით, გაშვებული იქნა 450-ზე მეტი დრონი და 40 რაკეტა.

დარტყმები დაფიქსირდა ლვოვში, პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონში, ზაპოროჟიეს, ჩერკასის, მიკოლაივის ოლქშებში. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები. ამ დროისთვის ცნობილია ოთხი დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი 16 წლის მოზარდია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics