2023-05-08 02:49:13, 10532 ნახვა
კულტურა/ პირველი მსოფლიო ომის ფოტოქრონიკა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში პირველი მსოფლიო ომის მოწყალების დის, პირველი ფოტოდოკუმენტალისტი ქალის, ნინო ჯორჯაძის ფოტოების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია „ნინო ჯორჯაძე კავკასიის ფრონტი /1914 - 1918/" ფოტოფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს" ნაწილია. ნინო ჯორჯაძე პირველ მსოფლიო ომში წითელი ჯვრის ორგანიზაციის ეგიდით მოხალისედ წავიდა და მოწყალების დად მსახურობდა. მან კავკასიის ფრონტის ფოტოქრონიკა მისი ძმის, გიორგი ჯორჯაძის, „კოდაკის" ფოტოაპარატით შექმნა. მის ობიექტივში მოხვდა ომის ყოველდღიურობა: ექსტრემალური სიტუაციები, სამხედრო პირები, დაჭრილები, ლტოლვილები, ექიმები. გამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნე ლიკა მამაცაშვილი. საოჯახო არქივის მფლობელები არიან: თამარ ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ბაგრატიონი. ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას 21 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-05 16:04:58 აზერბაიჯანმა შესაძლოა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს 2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |