19:58 - 06 Mar, 2025
2023-10-17 21:23:35, 3187 ნახვა

კულტურა/
თამაზ ვარვარიძის პერსონალურ გამოფენას რეტროსპექტივა გაიმართება

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის  ეროვნული  გალერეა თამაზ ვარვარიძის  რეტროსპექტულ გამოფენას  უმასპინძლებს. 
გამოფენა ხელოვანის შემოქმედების მიმოხილვას  წარმოადგენს  და 1968 წლიდან  დღემდე   50-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს.  
თამაზ ვარვარიძე XX საუკუნის 70-იანი წლების თაობის ქართველ მხტვართა მკაფიოდ  ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე, ესთეტიკური კონცეპტუალიზმის მიმართულების მხატვარია, უახლესი ქართული გრაფიკული  სკოლის ფუძემდებელი და პლაკატის  ხელოვნების განვითარების თვალსაჩინო წარმომადგენელი. იგი თანამედროვე აზროვნების  მქონე ორგანიზატორია, გრაფიკოს და გრაფიკოს დიზაინერთა თაობების აღმზრდელი პედაგოგი, რომელმაც სრულიად  დამსახურებულად  მოიპოვა  საერთაშორისო აღიარება.
საბჭოთა პერიოდში, ძალიან რთული მოსაძებნი იყო არსებულ  რეალობაზე მხატვრული კომენტარის რეფლექსიური ფორმა, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგადად თანამედროვე  ხელოვნების  პრაქტიკების  შემოსვლას  და  ადგილობრივ  ნიადაგზე  გადააზრებას დიდი  წინააღმდეგობები ახლდა თან.  მიუხედავად ამისა,  მხატვარმა შექმნა  იმდროინდელი  რეალობისთვის უცხო და ზოგადი იდეოლოგიური კონტექსტიდან ამოვარდნილი ნამუშევრები. 
მისი მხატვრული ძიებები კომპოზიციებში სივრცის ესთეტიკური ორგანიზებით ხასითდება. ამასთანვე დეტალების ავტონომიურობის მიუხედავად იგი ახერხებს მათ გამთლიანებას აბსტრაქტული ურთიერთკავშირების საშუალებით. სახვითი ელემენტების მაქსიმალური ეკონომიურობით მხატვარი ქმნის იმგვარ შიდა სისტემას, რომელიც განსაზღვრავს აზრობრივ მოძრაობას ირეალურ, განზოგადოებულ, ნაკლებად ფერადოვან,  შავ-თეთრის კონტრასტზე აგებულ სიბრტყეზე.
ოთხი ათეული წლის შემდეგ უკვე არსებობს გაცნობიერებული გამოცდილებების ისტორია, წლების უკვე დროითი დისტანციიდან დანახვის საშუალება, რომელიც მარადიულზე და წარმავალზე დასაფიქრებლად მიგვითითებს. ამის ნათელი მაგალითებია მხატვრის მიერ შესრულებული დროში გავრცობილი გრაფიკული სერიების ციკლი – „წესრიგი“, პრინტს მიმსგავსებული ხელით შესრულებული სიმეტრიულად დადებული ქვების მსგავსი ობიექტები - 1, 2, 3... რეალური სამყაროს ფოლოსოფიურ-მათემატიკური მოდელირება, რომელიც  მიზნად ისახავს დახვეწილი სისტემების შექმნას და „ვარიაციები ქართული ანბანის თემაზე“,  14 უძველეს ანბანთა შორის უძველესი ქართული ანბანის გრაფიკული ორიგინალობის და თანამედროვეობის შერწყმა, ტრადიციის ფილოსოფიური კატეგორიებით გააზრება, როცა საგნის არსი იძენს სიმბოლურ ხასიათს და თანაც არ კარგავს ჟღერადობას როგორც ელემენტის, საგნის წარმოჩენა სახვით ხელოვნებაში.
თამაზ ვარვარიძე მოაზროვნე მხატვარია. მხატვრის  როლი თანამედროვე ქართული კულტურის გასააზრებლად უდაოდ დიდია.
კურატორი  ალექსანდრა გაბუნია
გამოფენა 18 ოქტომბერს, 18:00 საათზე, გაიხსნება და  14 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

https://www.instagram.com/tamaz.varvaridze/




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2025-03-06 18:08:36

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა ევროპელ ლიდერებს მტკიცე მხარდაჭერისთვის, მადლიერი ვართ, რომ მარტო არ ვართ

2025-03-06 15:51:26

ტიმოშენკო და პოროშენკო ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ომის დასრულებამდე არჩევნების შესაძლებლობას გამორიცხავენ

2025-03-06 13:42:25

ვოლოდიმირ ზელენსკი - კრივი-რიჰის სასტუმროში, რომელსაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის უცხოელი მოხალისეები იყვნენ განთავსებული

2025-03-05 20:15:53

რამდენ ხანს შეძლებენ უკრაინის ჯარები რუსეთს წინააღმდეგობის გაწევა აშშ-ს დახმარების გარეშე: NYT ასახელებს ვადებს

2025-03-05 20:18:05

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics