2023-10-28 12:48:56, 2014 ნახვა
კომენტარი/ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაეროს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უარვყოფთ
ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაეროს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, - ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას. კოენის თქმით, ისრაელი „ჰამასის“ ლიკვიდაციას აპირებს. „ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაეროს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს „ჰამასის“ ლიკვიდაციას ისევე, როგორც მსოფლიო მოიქცა ნაცისტებთან და ე.წ ისლამური სახელმწიფოსთან”, - განაცხადა ელი კოენმა. ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|