20:42 - 01 Feb, 2025
2025-02-01 18:27:48, 206 ნახვა

პოლიტიკა
საერთაშორისო მნიშვნელობის გზების გადაკეტვა კობახიძემ დანაშაულების იცხვში შეიყვანა

სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა, – ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ გუშინ, 31 იანვარს გამოსცა.

რომელია საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები? – ამის შესახებ არსებობს დამოუკიდებელი დადგენილება, სადაც შეყვანილია საავტომობილო გზების დასახელებები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.

მაგალითად, ჯგუფურად აღნიშნული დაწესებულებების ბლოკირება ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ან  2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა იურისტი გურო იმნაძე. მისი განმარტებით, მარტივად რომ ვთქვათ, „ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება”.

„ქართულმა ოცნებამ” გუშინ ცვლილებები შეიტანა მთავრობის დადგენილებაში და სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები.

შესაბამისად, ახლა უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება ასეთი ობიექტების ბლოკირება. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება.

უფლებადამცველებმა ისედაც ვიცოდით, რომ მთავრობა ამ ცვლილებებს აუცილებლად შეიტანდა დადგენილებაში. მეტიც „ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ზრახვების ფონზე, გასაკვირიც კია, რომ აქამდე არ იყო ეს ქმედება კრიმინალიზებული.

ეს ცვლილებები ჩემთვის ორ რამეს აჩვენებს:

ა) მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს;

ბ) პროტესტს ჭირდება მეტი მოქნილობა, კრეატიულობა და ოპერატიულობა. ავტორიტარი ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერ მოქმედებას ძალიან მძიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენი ნაბიჯები ძალიან სტრატეგიულად, კრეატიულად და ოპერატიულად უნდა იგეგმებოდეს, რათა მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით უკან არ ვიყოთ”, – წერს იმნაძე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics