2024-06-30 15:57:19, 1108 ნახვა
კომენტარი/ გერმანიის ელჩი: საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში!
გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრაში წარმატებებს უსურვებს და წერს, რომ ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გასვლას ელის. საქართველო-ესპანეთის მატჩის გამარჯვებული გერმანიას დაუპირისპირდება. 29 ივნისს გერმანიის ნაკრებმა დანიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. გოლები კაი ჰავერცმა და ჯამალ მუსიალამ გაიტანეს. „კარგი, საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებები!”, – გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას გერმანელი დიპლომატი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, კიოლნის სტადიონზე უძლიერეს მეტოქე ესპანეთის ნაკრებთან ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი 18 ივნისს თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ევროპის პირველ ჩემპიონატზე პლეი ოფში გავიდა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|