2024-10-23 16:10:08, 13089 ნახვა
Lifestyle/ ემინემი ამერიკელებს მოუწოდებს ხმა მისცენ კამალა ჰარისს
ამერიკელმა რეპერმა ემინემმა და აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მხარი დაუჭირეს კამალა ჰარისს დემოკრატების საარჩევნო მიტინგზე. თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა ათასობით მაყურებლის წინაშე რეპიც კი წაიკითხა. ამის შესახებ ABC News წერს. აქცია ემინემის მშობლიურ ქალაქში, დეტროიტში გაიმართა. თავისი მოკლე გამოსვლის დროს მან თქვა, რომ კამალა ჰარისი "უჭერს მხარს ამ ქვეყნის მომავალს, სადაც ეს და მრავალი სხვა თავისუფლება დაცული და მხარდაჭერილია" და მოუწოდა ყველას მისცენ ხმა. „როგორც უმეტესობამ იცით, ქალაქი დეტროიტი და მთელი მიჩიგანის შტატი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. და ამ არჩევნების წინ, ყურადღების ცენტრში უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია გამოიყენო შენი ხმა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ და ხმა მისცეთ კამალა ჰარისს“, - განაცხადა მომღერალმა. ამის შემდეგ ემინემმა სცენაზე მიიწვია ბარაკ ობამა, რომელმაც ასევე მხარი დაუჭირა კამალა ჰარისს. ამის შემდეგ მან წაიკითხა ემინემის ლეგენდარული სიმღერა Lose Yourself.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-05 16:04:58 აზერბაიჯანმა შესაძლოა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს 2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |