20:57 - 01 Feb, 2025
2024-10-30 10:16:53, 645 ნახვა

სპორტი/
დინამო თბილისის 17 წლის ფორვარდი ინგლისური ნიუკასლის ფეხბურთელი გახდა

ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ სალია ნიუკასლის ფეხბურთელია! 17 წლის ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის კონტრაქტი გაფორმდა, იუწყება ნიუკასლის ოფიციალური საიტი.

სალია თბილისის დინამოში იჯარით 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება, 2025/26 წლების სეზონს კი ნიუკასლში დაიწყებს.

17 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში დინამო თბილისის პირველ გუნდში თამაშობს და მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს - გიორგი მამარდაშვილი. 24 წლის მეკარე ლივერპულის კარს დაიცავს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics