2024-11-24 20:38:38, 5044 ნახვა
სპორტი/ საქართველოს ნაკრებმა რაგბში ტონგას ნაკრები 22-7 დაამარცხეს
ბორჯღალოსნებმა 2024 წელი მოგებით დაასრულეს. საქართველოს ნაკრებმა რაგბში ტონგას ნაკრები 22-7 დაამარცხეს, ქართველი მორაგბეების პირველივე შეტევა სანდრო თოდუამ დააგვირგვინა, ლუკა მატკავამ გარდასახვაც ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები 7:0 დაწინაურდა. 57-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, რომელიც დავით ნინიაშვილმა შესანიშნავი ლელოთი დაასრულა, მაგრამ საქმეში ვიდეორეფერი ჩაერთო, ლელო არ ჩაითვალა, წესების დარღვევისთვის კი გიორგი მამაიაშვილი არბიტრმა მოედნიდან გააძევა და „ბორჯღალოსნები“ 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. 14 მოთამაშით დარჩენის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა მე-60 წუთზე სწრაფი შეტევის განხორცილება მოახერხეს, ტონგელებმა თამაშის წესი დაარღვიეს, რის გამოც საჯარიმო ლელოთი და ტონგელი მოთამაშის 10-წუთიანი გაძევებით დაისაჯნენ – 14:0. დარჩენილ დროში ლუკა მატკავამ ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, 72-ე წუთზე კი აკაკი ტაბუცაძემ შესანიშნავი ლელო დადო და „ბორჯღალოსნები“ კიდევ უფრო დააწინაურა – 22:0. მატჩის დასკვნითი ხუთი წუთი საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული – არბიტრმა მოედნიდან ლუკა ნიორაძე გააძევა. ტონგელებმა დარჩენილ დროში დიდი ძალებით შეუტიეს და პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხეს. საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა და „ბორჯღალოსნებმა“ „ოლ ბლექს XV“-ტან და იტალიასთან წაგებების შემდეგ, შემოდგომის ტესტმატჩების სერია თბილისში გამარჯვებით დაასრულეს. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|