2024-12-17 21:54:09, 357 ნახვა
რეგიონი/
კასპში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
დღეს, კასპში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
კასპის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბავშვებისთვის მხიარული განწყობის შესაქმნელად სპეციალურად ზღაპრის გმირები და ანიმატორები მოიწვია.
„პატარები ზღაპრის გმირებთან ერთად ერთობოდნენ, ცეკვავდნენ და ფოტოებს იღებდნენ.
მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ 2025 წელს გისურვებთ“,- აღნიშნულია კასპის მერიის განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),