2024-12-19 14:51:45, 401 ნახვა
რეგიონი/ ბესიკ ამირანაშვილმა დაბა ასპინძაში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად, დაბა ასპინძაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, დაბაში დასრულდა მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია, გურამიშვილის ქუჩაზე კი ახალი სპორტული სივრცე მოეწყო. „პროექტის ფარგლებში მუსიკალური სკოლის და ბიბლიოთეკის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ლამინირებული პარკეტი, თაბაშირ-მუყაოს ჭერი, კარ- ფანჯრები, ახალი კიბე, შეიცვალა ელექტრო სისტემა და მოპირკეთდა ეზო. შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. რაც შეეხება გურამიშვილის ქუჩაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს - აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი-სტადიონი, დამონტაჟდა ტრენაჟორები და მოეწყო საბავშვო სივრცე. პროექტები სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა“,- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|