2024-12-22 14:12:53, 446 ნახვა
სხვადასხვა/ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ 16-ე პაკეტს ამუშავებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემოღებას გეგმავს 2025 წლის თებერვალში ომის დაწყების მესამე წლისთავისთვის. მასზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, იტყობინება ყოველკვირეული Welt am Sonntag ბრიუსელში დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით. ეს იქნება სანქციების მე-16 პაკეტი. როგორც ევროკავშირის დიპლომატებმა აღნიშნეს, ზომები მიზნად ისახავს „მოსკოვისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნას“. პაკეტი ითვალისწინებს სადამსჯელო ზომებს რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების მიმართ, „რომლებიც ჯერ არ დაზარალდნენ ან არასაკმარისად დაზარალდნენ“. გარდა ამისა, ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით სანქციებს იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მიჩნეულნი არიან „რუსული რეჟიმის პროპაგანდისტებად“ და პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე. ევროკომისია და ევროპის საგარეო მოქმედების სამსახური ასევე გეგმავენ მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და დეზინფორმაციულ კამპანიებში ჩართულ პირებზე, მათ შორის გერმანიის მიმართ. ამავდროულად, ბრიუსელი აღიარებს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდულ თავდასხმებში“ ასეთი პირების მონაწილეობის თვალყურის დევნების და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების სირთულეს. ამასთან დაკავშირებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, დამტკიცდება თუ არა სანქციები ჯაშუშობისა და დეზინფორმაციისთვის 24 თებერვალს, აღნიშნავს Welt am Sonntag. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|