2024-12-25 23:45:48, 615 ნახვა
სხვადასხვა/ არსებული ვერსიით, ავიალაინერს Embraer E190AR გროზნოს თავზე, რუსმა მეზენიტეებმა Pantsir-s1-ის ტიპის საზენიტო სისტემის რაკეტა გაარტყეს
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავიალაინერს გროზნოს თავზე, რუსმა მეზენიტეებმა Pantsir-s1-ის ტიპის საზენიტო სისტემის რაკეტა გაარტყეს, რადგან პარალელურად უკრაინელების მიერ დრონებით შეტევა მიმდინარეობდა გროზნოში და მეზემიტეებმა ვერ გაარჩიეს სამოქალაქო თვითმფრინავი, შემდეგ, თავდასხმის საფრთხის გამო დაზიანებული ბორტი არც მახაჭკალის(დაღესტანი) აეროპორტში მიიღეს და გეზი აიღო ყაზახეთის ქ.აქტაუს მიმართულებით, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავაციის ექსპერტები ამბობენ რომ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ გროზნოს თავზე დააზიანა თვითმფრინავი (ნამსხვრევების კვალი აშკარად ატყვია კორპუსს), რომელიც ქ. მახაჩკალასკენ წავიდა. მიხვდნენ რა შეცდომას, უფლება არ მისცეს რუსეთში დამჯდარიყო და პილოტები იძულებულები გახდნენ ყველაზე ახლო აეროპორტისკენ, კერძოდ ყაზახეთის ქ. აქტაუსკენ გაფრენილიყვნენ აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) Embraer E190AR 25 დეკემბერს დილით, დასავლეთ ყაზახეთში, ქალაქ აქტაუში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ავიაკატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის შვიდი რუსი რუსეთის კიდევ ცხრა მოქალაქე გადარჩა ავარიას. 29 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრიდან სამი, გადაიყვანეს საავადმყოფოებში. ავარიის ადგილზე შავი ყუთი იპოვეს . ის გამომძიებლებს გადასცეს, განაცხადა ყაზახეთის მთავარმა სატრანსპორტო პროკურორმა ტიმურ სულეიმანოვმა ბრიფინგზე. სტიქიის შემსწავლელ კომისიას ყაზახეთის ვიცე-პრემიერი კანატ ბოზუმბაევი ხელმძღვანელობდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ არის გამოცხადებული. Aktau-ში ჩამოვარდნილი Embraer-ის კანზე ჩანს კვალი რაც მსგავსია რაკეტის დამაზიანებელი ელემენტების დაზიანებისგან. სად შეიძლებოდა მომხდარიყო თავდასხმა თვითმფრინავზე, წაიკითხეთ ჩვენს ანალიზში აზერბაიჯანის ავიახაზებმა შეაჩერა ფრენები ბაქოდან გროზნოსა და მახაჩკალაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამოძიების დასრულებამდე. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|