2025-01-03 21:08:25, 454 ნახვა
სპორტი/ ბუდუ ზივზივაძე - მოუთმენლად ველი ჩემპიონატის დაწყებას
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის კლუბში მისი ტრანსფერის დადასტურების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა: „ჰაიდენჰაიმის ხელმძღვანელები ყველაზე მეტად გამოხატავდნენ ინტერესს ჩემ მიმართ. მეც ძალიან მინდოდა შესაძლებლობის გამოყენება, რაც შეიძლება სწრაფად მეთამაშა ბუნდესლიგაში. მსურს, ჩემი წვლილი შევიტანო კლუბის მიზნის მიღწევაში და დავეხმარო გუნდს ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. მოუთმენლად ველი, როდის დაიწყება ჩემპიონატი.“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა „ჰაიდენჰაიმთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა გუნდმა გერმანიის ბუნდესლიგის პირველ წრეში 15 თამაშიდან მხოლოდ 10 ქულა მოაგროვა და მე-17 ადგილზეა. მეორე წრეში „ჰაიდენჰაიმი“ პირველ შეხვედრას 11 იანვარს „უნიონ ბერლინთან“ გამართავს ბუდუ ზივზივაძე ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მეექვსე ქართველი ფეხბურთელია: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი) ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|