2025-01-04 23:11:24, 420 ნახვა
სხვადასხვა/ გარდაცვლილი ჟურნალისტის შვილის თქმით, შალვა კეკელიამ დედამისის სიკვდილზე ტყუილი ილაპარაკა
2019 წელს გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილის შვილი, მია გოგელაშვილი დეკანოზ შალვა კეკელიას სიცრუეში ამხელს. გოგელაშვილი წერს, რომ დეკანოზმა ერთ-ერთი ქადაგების დროს, დედამისის გარდაცვალების ამბავი "თავის საკეთილდღეოდ" გამოიყენა და ამასთან დაკავშირებით, ტყუილი ილაპარაკა და მისივე თქმით, გამოგონილი ისტორია მოჰყვა. "სიტყვები აღარ მყოფნის, როგორ გადმოვცე ის ბრაზი, რომელიც მაწუხებს. დედაჩემი, ანა მამულაშვილი 2019 წელს გარდაიცვალა სიმსივნით (კონკრეტულად მელანომით, რაც კანის სიმსივმეს გულისხმობს). ამ ამბის შესახებ არც თუ ისე ცოტა ადამიანმა იცის. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ამ ინფორმაციამ ამდენი ხნის განმავლობაში ჩემამდე ვერ მოაღწია, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს არადაამიანი, ვითომ ,,მამაო” დგას და დედაჩემის ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს. ამბობს, რომ თურმე, ტელეკომპანია იმედის დარბევის დროს, როცა დედაჩემს თავში ჩაარტყეს და უმოწყალოდ სცემეს, "თურმე” თავში სიმსივნე განუვითარდა. ამ ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს, რათა თავისი და ქოცების ტრა**ბი დაიცვას. არსებობს ვიდეო, სადაც ის დედაჩემის სახელს და გვარსაც ღიად ახსენებს და ამ გამოგონილი ისტორიით თავის მრევლს აბრმავებს. ეს ,,მამაო” არის "მამა შალვა” (ბრჭყალების გარეშე ამ ადამიანისთვის მამაოს წოდება უბრალოდ არ შემიძლია). როგორ ბედავ დედაჩემის ამბის ასე არაადამიანურად გამოყენებას, რა ნამუსით. დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიებ - კარგად დაიმახსოვრე, არ გაპატიებ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არაადამიანი ქოცების კაცია და ბოლოდროინდელი მისი ბევრი ამბავი მახსოვს, თუ როგორ აყენებდა ის აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას. შალვა, მე ანის შვილი ვარ და სიმართლე ვიცი. ჩემ გარდა, სიმართლე კიდევ უამრავმა ადამიანმა იცის, ვისთან ერთადაც დედაჩემის ის უმძიმესი პერიოდი გავიარე და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გადავიარეთ. ხოდა, მე გაძლევ პირობას, რომ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიებ". - წერს Facebook-ზე მია გოგელაშვილი. გოგელაშვილმა პოსტს დეკანოზ კეკელიას ვიდეოც დაურთო, სადაც ის ერთ-ერთი ქადაგების დროს ამბობს, რომ ჟურნალისტ ანა მამულაშვილს 2007 წელს, TV იმედის დარბევის დროს, თავში ხელკეტი ჩაარტყეს, რამაც სიმსივნე გამოიწვია. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|