2025-01-07 15:16:23, 551 ნახვა
კომენტარი/ პაატა მანჯგალაძე - შობაც, ალილოც, აღდგომაც ფუჭად ჩავლილია, თუ ყოველ ჯერზე სინდისს არგებ გარემოებას
"ეს ბოროტი რეჟიმი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ეგუება და არ აპროტესტებს მას. შობაც, ალილოც, აღდგომაც ფუჭად ჩავლილია, თუ ყოველ ჯერზე სინდისს არგებ გარემოებას, ფიქრობ, სწორისა და არასწორის გარკვევა შენი საქმე არ არის და თავს იმით იმშვიდებ - შენ თუ არ ითანამშრომლებდი ბოროტებასთან, სხვა მაინც გააკეთებდა ამას. ასე იწყება ბევრი კარგი მოქალაქის თანაზიარება ბოროტებასთან. სწორედ ეს დილემა აქვს დღეს ბევრ ჩვენს ნაცნობსა და მეგობარს. დიახ, სიმართლის მხარეს დგომა რისკს შეიცავს და არა მარტო პირადი კომფორტის დაკარგვის, არამედ ფიზიკური უსაფრთხოებისაც, მაგრამ მეორე გზა რომელია ლაჩრობისა და ღალატის გარდა? სწორედ ამიტომ არიან რუსთაველზე და სხვა ქალაქებში შეკრებილი პროტესტანტები ჩვენი დროის გმირები, რადგან მათაც ეშინოდათ, მაგრამ თქვენგან განსხვავებით ეს შიში დაძლიეს! გილოცავთ ქრისტეს შობას! აუცილებლად გავიმარჯვებთ! " - პაატა მანჯგალაძე
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-03-06 23:35:11 უკრაინა და აშშ საუდის არაბეთში მოლაპარაკებებს გამართავენ 2025-03-06 18:08:36 ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა ევროპელ ლიდერებს მტკიცე მხარდაჭერისთვის, მადლიერი ვართ, რომ მარტო არ ვართ 2025-03-06 15:51:26 ტიმოშენკო და პოროშენკო ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ომის დასრულებამდე არჩევნების შესაძლებლობას გამორიცხავენ 2025-03-06 13:42:25 ვოლოდიმირ ზელენსკი - კრივი-რიჰის სასტუმროში, რომელსაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის უცხოელი მოხალისეები იყვნენ განთავსებული 2025-03-05 20:15:53 რამდენ ხანს შეძლებენ უკრაინის ჯარები რუსეთს წინააღმდეგობის გაწევა აშშ-ს დახმარების გარეშე: NYT ასახელებს ვადებს ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
![]() სახალხო მღელვარების 100 დღე
მთავარი თემა
![]() |