2025-01-09 15:08:41, 536 ნახვა
სპორტი/ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ ფანებს მიმართა
„ლიონის“ გულშემატკივრები გამოეხმაურნენ გიორგი მიქაუტაძის მიმართვას და „პარკ ლიონ ოლიმპიკზე“ („ლიონის“ საშინაო არენა) მდებარე საკლუბო მაღაზიაში გამართულ საქველმოქმედო აუქციონში მიიღეს მონაწილეობა. საღამოზე „ლიონის“ მოთამაშეთა ავტოგრაფებიანი მაისურები გაიყიდა, შემოსული თანხა კი Femme Mère Enfant საავადმყოფოს ბავშვებს გადაეცათ. ამის გამო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ლიონის“ ფანებს მადლობა გადაუხადა. „1000-ჯერ გმადლობთ მოსვლისთვის და საავადმყოფოში მყოფი ბავშვების საჩუქრებისთვის. ეს იყო კავშირის შესანიშნავი მომენტი. ძალიან მომეწონა თქვენი კეთილშობილება“, – თქვა გიორგი მიქაუტაძემ. 24 წლის თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა გუნდიდან მის წასვლასთან დაკავშირებულ ჭორებზე. „გამოვიყენეთ დასვენება და დრო ოჯახებთან ერთად გავატარეთ. ფორმის შესანარჩუნებლად პროგრამა გვქონდა შედგენილი. ამ სეზონში ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და ევროპის ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლა. რაც შეეხება სხვა გუნდში ჩემს შესაძლო გადასვლას, „ლიონში“ მხოლოდ 6 თვის წინ ჩამოვედი. ამ გუნდზე ვარ ორიენტირებული და არ ვუყურებ, ჩემზე რას ამბობენ. სატრანსფერო „ფანჯარას“ ჭორები ახასიათებს და ამაზე არ უნდა ინერვიულოთ“, – განაცხადა ქართველმა ფორვარდმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|