2025-01-15 13:55:01, 521 ნახვა
სხვადასხვა/ ბელა ზაქაიძე - სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!! როგორ შეიძლება მედია ერთიანი არ იყოს ამაში
"სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!! როგორ შეიძლება მედია ერთიანი არ იყოს ამაში და პარტიის გავლენით მოქმედებდეს" - ამის შესახებ "პირველი არხის" ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძებ საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა. მისი თქმთ, ამ ვითარებაში მედიამ ხმა ვერ ამიღოს წარმოუდგენელია. წინა ხელისუფლების დროს, როდესაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას დევნიდნენ, როდესაც ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შემოიჭრნენ “პალიტრის” მედიაჰოლდინგში, მაშინდელი სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობა ვერ გამოგვიცხადეს და ჩვენს მხარდამჭერ აქციაზე არ მოვიდნენ, მაშინ როდესაც დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციას საფრთხე ემუქრებოდა. 2014 წელს, როდესაც ავტომატიანმა რუსმა ჯარისკაცებმა ოპერატორთან და ჩართვის თანამშრომელთან ერთად დამაკავეს ოკუპაციის პრობლემების გაშუქებისას და ცხინვალის ციხეში ვყავდით დატყვევებულები, ერგნეთთან ჩვენი გათავისუფლების მოთხოვნით მედიის აქციაზე, კონკრეტული ჟურნალისტები არ დადგნენ, ჩვენი სამსახური აქციაში მონაწილეობას გვიკრძალავსო. მაშინაც ასე იყო და ახლაც სამწუხაროდ, ასეა. მე მგონია სამსახურის დაკარგვის შიშით, ან სხვა პრივილეგიების დაკარგვის შიშით, ხმა ვერ ამოვიღოთ, როდესაც ჩვენს კოლეგებს სპეცრაზმელები პირდაპირ ეთერებში ძვლებში ამტვრევენ, სისხლის სამართლის მუხლით აკავებენ და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!! როგორ შეიძლება მედია ერთიანი არ იყოს ამაში და პარტიის გავლენით მოქმედებდეს!!!“ — წერს პირველი არხის ჟურნალისტი, ბელა ზაქაიძე სოციალურ ქსელში ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|