20:58 - 01 Feb, 2025
2025-01-20 15:53:58, 402 ნახვა

რეგიონი/
TV 25-ის მაუწყებლობას აჩერებს

TV 25-ის მაუწყებლობა შეჩერებულია - ამის შესახებ მათ განცხადებაშია ნათქვამი, თუმცა მიზეზი უცნობია. როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს.

"პირველ რიგში ტვ 25-ის დიდი მხარდაჭერა გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ტვ 25-ის დიდი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს.

მოგეხსენებათ, 2025 წლის 01 იანვრიდან ტვ 25-ის საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები შეჩერებულია. შეჩერებულია ტვ 25-ის ვებგვერდი და ყველა სოციალური პლატფორმა.

ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს. იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით.

P.S ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებელს და საზოგადოებას, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვიცავთ თქვენს ინტერესებს." ნათქვამია განცხადებაში




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics