21:57 - 01 Feb, 2025
2025-01-26 17:54:15, 1303 ნახვა

ეკონომიკა/
ბიუჯეტმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტების სახით, 129,მილიონ ლარზე მეტი მიიღო

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის განმავლობაში მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტების სახით, 129,800.0  ლარი მიიღო.

აქედან საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამაზე (Kფჭ) (EU-NIF, Kფჭ) დაიხარჯა სამი მილიონი ლარი, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაზე დაიხარჯა (DიMMA) (IFAD) 2,500.000 ლარი, აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, Kფჭ) ხუთი მილიონი ლარი, უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა (EU) 12,600.0 ლარი, ENPAღD IV − ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის IV (EU) 16,900.000 ლარი,  ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU) 63,000.000 ლარი მიიღო და დახარჯა. 500 კვ ეგხ „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“ (EU-NIF, Kფჭ, ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (შIDA, EBღD ასევე ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (შIDA, EBღD) დაცული ტერიტორიების განვითარება (ჩNF, ჭB-თF) ყველა პროექტმა საერთო ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტი მიიღო და დახარჯა.
ეს არის მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხები. 

როგორც ცნობილია „ქართულმა ოცნებამ“  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს აუცილებელია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ ინფორმაციის ასახვა.
ასევე, განაცხადის ავტორმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics