2025-01-27 11:34:10, 1042 ნახვა
ეკონომიკა/ მთავრობის საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა 22 მილიარდზე მეტია
არსებული მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა 22 683 390 (22 მილიარდი) რაც მთლიანი მთავრობის ვალის 72%-ია. ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ საქართველოს 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლების და ფინანსური აქტივების კლების და საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური განწერა გამოაქვეყნა სადაც გაწერილია საქართველოს საგარეო ვალი 2024 წლისთვის. აღნიშნული საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან/პარტნიორებისგან ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. მთავრობის საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და ძირითადად შედგება გრძელვადიანი სესხებისგან - პორტფელის საშუალო შეწონილი საკონტრაქტო ვადიანობა შეადგენს 21.5 წელს, საშუალო შეწონილი ვადიანობა დაფარვამდე შეადგენს დაახლოებით 9.6 წელს, ხოლო მთავრობის საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 3.18%-ს. სულ მთავრობის საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა 22 683 390
დოკუმენტში "მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი 2023-2033 წლებისთვის" ვკითხულობთ რომ ვალის შეფასებისას განხილული ყველა სცენარის მიხედვით მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებაში იზრდება, მაგრამ დაშვებული შოკის ნეიტრალიზებასთან ერთად იწყებს კლებას. აღსანიშნავია, რომ გლობალური პანდემიის გამო გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის და შესაბამისად გაზრდილი ფინანსური საჭიროებების შედეგად მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობამ 2020 წლის ბოლოს მდგომარეობით მიაღწია კრიტიკულ დონეს მაგრამ 2022 წლის ბოლოს ვალის მშპ-თან ფარდობა შემცირდა 39.5%-მდე, ხოლო 2023 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია მისი 38.2 პროცენტამდე შემცირება. დამატებითი შოკების მოხდენის გარეშე, ვალის მშპ-თან ფარდობა შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს კლებად ტენდენციას. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|