2025-01-28 10:21:01, 135 ნახვა
კორონავირუსი/ უკრაინული დრონებით შეტევამ ქალაქ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა
რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ ქარხნის მუშაობის შეჩერება გამოიწვია. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რიაზანის ქარხანას დრონებით 24 და 26 იანვარს დაარტყეს. Reuters-ის წყაროთა თანახმად, ხანძარი გაუჩნდა ქარხნის ნავთობის საცავს, დაზიანდა ნავთობის ტრანსპორტირების სარკინიგზო ხაზი და ჰიდროწმენდის დანადგარი. რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავების და ტრანსპორტირების გაგრძელება ვეღარ შეძლო. ქარხანა ეკუთვნის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის, „როსნეფტის" სტრუქტურის ნაწილია. რუსეთის ხელისუფლებას ქარხნის მუშაობის შეჩერებაზე საჯაროდ არაფერი უთქვამს. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|