2025-01-29 09:32:22, 113 ნახვა
კორონავირუსი/ ზელენსკი - პუტინმა ისევ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია და აკეთებს ყველაფერს, რათა ომი გააჭიანუროს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები ომის გაჭიანურებისკენ არის მიმართული. ზელენსკის თქმით, რუსი დიქტატორი აკეთებს ყველაფერს მოლაპარაკებების თავიდან ასაცილებლად. "პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია, ეშინია ძლიერი ლიდერების და აკეთებს ყველაფერს, რათა ომი გააჭიანუროს. მისი ყოველი ქმედება და მისი ყველა ცინიკური ხრიკი მიმართულია იმისკენ, რომ ომი დაუსრულებელი გახადოს. 2014 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო ჰიბრიდული ომი, რომელიც 2022 წელს სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა რეალურ მშვიდობას მივაღწიოთ, მაგრამ პუტინი აკეთებს ყველაფერს, რომ მშვიდობის ნაცვლად, გააგრძელოს სრულმასშტაბიანი მკვლელობა", - თქვა ზელენსკიმ. მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა ძველ შეცდომებზე ისწავლონ და ძალისხმევა გააერთიანონ, რათა რუსეთს მშვიდობა აიძულონ. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|