2025-01-29 15:32:37, 137 ნახვა
სამართალი/ ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში დატოვეს
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, კვლავ პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე გადაისინჯა კვარაცხელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რომელიც ძალაში დარჩა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას, ადვოკატი კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა. ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|