20:43 - 01 Feb, 2025
2025-01-29 17:27:51, 111 ნახვა

მსოფლიო/
სამხრეთ სუდანში ავიაკატასტროფას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამხრეთ სუდანში ნავთობის საბადო იუნიტიდან გაფრენისას ავარია განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა. მასში 21 ადამიანი იმყოფებოდა, 18 მათგანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters იტყობინება რადიო Miraya-ზე დაყრდნობით, რომელიც სამხრეთ სუდანში გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის მისიის მიერ იმართება.

Miraya-ს ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მფრინავი და მეორე მფრინავი. ავარიის დეტალებს არ იტყობინებიან. როგორც Reuters-ი წერს, ინფორმაციის მინისტრმა მაიკლ მაკუეიმ არ უპასუხა თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა ვითარების შესახებ.

უკანასკნელ წლებში სამხრეთ სუდანში რამდენიმე ავიაკატასტროფა მოხდა. 2018 წლის სექტემბერში მინიმუმ 19 ადამიანი დაიღუპა მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ის ჯუბიდან ქალაქ იიროლში მიემართებოდა.

2015 წლის ნოემბერში 41 ადამიანი დაიღუპა, როცა რუსულმა თვითმფრინავმა ან-12-მა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, ჯუბიდან აფრენის შემდეგ ცოტა ხანში ავარია განიცადა ასაფრენი ბილიკიდან 800 მეტრში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics