2025-01-29 17:42:35, 356 ნახვა
კორონავირუსი/ მედვედევი ზელენსკიზე - გზააბნეული პერსონაჟია, რომელიც კიდევ გააგრძელებს პათოლოგიურად ტყუილს
გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ამჟამინდელი მომენტისა და ე.წ. უკრაინის ხელისუფლების უფლებამოსილების ამომწურავი დახასიათება წარმოადგინა. მოლაპარაკებები შესაძლებელია, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთი მათთვის საკმაოდ განსაზღვრული პირობების შემთხვევაში არის მზად. დარეხვილი კიეველი ჯამბაზი უბრალოდ არალეგიტიმური გახდა - ამის შესახებ თქვა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა რუსულ სამთავრობო მედიასთან, РИА Новости-სთან რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე საუბრისას. ,,მან კენჭისყრით ხელახლა არჩევაც შეიძლება სცადოს, მაგრამ ეს მისთვის უკიდურესად სახიფათოა: ის ან ვინმე (ვალერი) ზალუჟნისთან წააგებს, ან მის სუსტ, ბრძოლაში მყოფ ფიგურას ანგლო-საქსონი გროსმაისტერები უბრალოდ საჭადრაკო დაფიდან აიღებენ. ესე იგი, ეს გზააბნეული პერსონაჟი გაქონილ მწვანე მაისურში კიდევ გააგრძელებს პათოლოგიურად ტყუილს, მოლაპარაკებების დაწყების სხვადასხვანაირად გაწელვასა და 18 წლისების ომში გაგზავნას" - განაცხადა დმიტრი მედვედევმა მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის "ხალხის გამოყოფა" შეუძლია. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|