2025-01-30 09:15:36, 637 ნახვა
კორონავირუსი/ ზელენსკი აშშ-ის ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე - მოვიძიებთ შიდა რესურსებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიერ ფინანსური დახმარების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უკრაინა იძულებულია შიდა რესურსების მობილიზება დაიწყოს, რათა ომის პირობებში აუცილებელი საჭიროებები უზრუნველყოს. „ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა, მაგრამ ამასთან, ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს ქვეყანას მაქსიმალურად უნდა შეეძლოს საკუთარი თავის უზრუნველყოფა. ამიტომ, მოვიძიებთ შიდა რესურსებს და გავაძლიერებთ თავდაცვისუნარიანობას,“ – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად დახმარების დროებითი შეჩერებისა, ქვეყანა არ აპირებს უკან დახევას და გააგრძელებს ბრძოლას სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. „ჩვენ გვყავს მეგობრები ევროპაში, გვყავს პარტნიორები, რომლებიც კარგად ხვდებიან, თუ რა დგას ახლა სასწორზე. გავაგრძელებთ მუშაობას მათთან, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება,“ – აღნიშნა ზელენსკიმ. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|