22:02 - 01 Feb, 2025
2025-01-30 12:22:51, 118 ნახვა

საზოგადოება/
ლაშა ჩხვიმიანი - ვიშიმშილებ, სანამ უდანაშაულო პატიმრებს არ გამოუშვებენ და არჩევნები არ დაინიშნება

ლაშა ჩხვიმიანმა, დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დმანისში მერიის წინ, მანქანაში შიმშილობა დაიწყო.

„აქ, დმანისის მერიის წინ, მათი ვიდეო კონტროლის ქვეშ, პარკინგზე ვიქნები ჩემს მანქანაში და ვიშიმშილებ მანამდე სანამ უდანაშაულო პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ვიშიმშილებ სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება“, - წერს ის ფეისბუკზე.

„მხოლოდ ჩემი თვალით რა დარღვევებიც ვნახე დმანისში, ისიც კი საკმარისია ახალი არჩევნების დასანიშნად“, - აცხადებს იგი.

„უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა უსამართლობას ვეგუებოდით“, - წერს ჩხვიმიანი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics