21:51 - 01 Feb, 2025
2025-01-30 13:04:33, 137 ნახვა

სამართალი/
სასამართლომ დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი, რომლებსაც ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან, პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული, შსს-ს კუთვნილი სამეთვალყურეო ვიდეოკამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებული 23 წლის დანიელ მუმლაძე და 26 წლის გურამ ხუტაშვილი პატიმრობაში დატოვა. 

დაკავებულები ბრალს აღიარებენ. დაცვის მხარემ საპროცესო გარიგების შეთანხმებით პროკურატუტურას მიმართა, თუმცა პროკურორს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია. 

 პოლიციამ დანიელ მუმლაძე 9 დეკემბერს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით  (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics