2025-01-30 14:50:53, 124 ნახვა
მსოფლიო/ ბელგრადიდან ასეულობით სტუდენტმა დაიწყო საპროტესტო მსვლელობა ნოვი-სადის მიმართულებით
ლოზუნგით" ერთი ნაბიჯი სამართლიანობისკენ", სტუდენტებმა, რომლებსაც ბლოკირებული აქვთ ბელგრადის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, 30 იანვარს საპროტესტო მსვლელობა წამოიწყეს ნოვი-სადის მიმართულებით. რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, საწყისი პუნქტი, საიდანაც ბლოკირებაში მონაწილე ბელგრადელი სტუდენტები ნოვი-სადისკენ დაიძრნენ, არის ბელგრადის დრამატული ხელოვნების ფაკულტეტი. მათი მარში 1 თებერვალს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის წინ დასრუდება. სტუდენტები ნოვი-სადისკენ საკუთარი ფეხით, ტრანსპარანტებით, ზურგჩანთებითა და საძილე ტომრებით მიემართებიან სამოცდაათ კილომეტრზე მეტი მანძილის გავლის შემდეგ 1 თებერვალს ბელგრადიდან დაძრული სტუდენტები შეუერთდებიან ნოვი-სადის სტუდენტებს და მათთან ერთად გადაკეტავენ ქალაქში მდებარე სამ ხიდს. სტუდენტები ნოვი-სადისკენ საკუთარი ფეხით, ტრანსპარანტებით, ზურგჩანთებითა და საძილე ტომრებით მიემართებიან. სერბეთის პოლიცია არეგულირებს და აკონტროლებს გზაზე ტრანსპორტის, ასევე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანების მოძრაობას. მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სერბეთში უკვე ორი თვეა გრძელდება. დემონსტრაციები დაიწყო ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. 28 იანვარს სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლების ფონზე სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|